18 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტი დატოვა

ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვა.

დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, ის, ამ კომიტეტში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. კომიტეტიდან ბესელიას წასვლა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად იმ პირების არჩევას უკავშირდება, რომლებსაც ბესელია მოსამართლეთა კლანის წევრებად ასახელებს.

რამდენიმე თვის წინ, სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია გახდა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების მიზეზიც.

დღის ამბები