საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტმა აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც სასამართლოს გამართული მუშაობისთვის არის აუცილებელი:
"წინა დღეების კონსულტაციების შედეგად, უმრავლესობის სხდომაზე ჩვენ გავიარეთ თითოეული კანდიდატი და არჩევანი გავაკეთეთ იმ კანდიდატებზე, რომლებიც ოპტიმალური რაოდენობისთვის იყო საჭირო. ავირჩიეთ 12 ახალი და 2 მოქმედი მოსამართლე, ამ რაოდენობით კომპლექტდება 2-2 კოლეგია თითო პალატაში, ეს არის მინიმალური რაოდენობა, რომ უზენაესმა სასამართლომ იმუშაოს გამართულად," - განაცხადა მდინარაძემ.