18 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
ეს არის დეპუტატის მანდატის დაკნინება - ოთარ კახიძე მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე

განაჩენი, რომელიც ნიკა მელიას გამოუტანეს, არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული. ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრმა, ოთარ კახიძე ნიკა მელიასთვის პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შეფასებისას გააკეთა.

ოთარ კახიძე ამბობს, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით დღეს მიღებული გადაწყვეტილება, დეპუტატის მანდატის დაკნინების ტოლფასია.

„მაშინ, როდესაც ივანიშვილმა გადაწყვიტა მელიას გაშვება პარლამენტიდან, უბრძანა მის მორჩილ სასამართლოს გაჩენის გამოტანა, განაჩენიც დაიდო, შემდგომ უბრძანა მის მორჩილ უმრავლესობას ხელის აწევა ამ დადგენილებაზე და მათაც ხელი აწიეს. ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ეს არის პოლიტიკური ნიშნით პირის დევნა, ეს არის დეპუტატის მანდატის დაკნინება,“ - აცხადებს ოთარ კახიძემ.

დღის ამბები