18 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
"ძალადობრივი ტაკიმასხარაობა თბილისის აეროპორტში ივანიშვილმა და მისმა "ოპრიჩნიკებმა" დადგეს" - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეკვეთილია და ერთ მიზანს ემსახურება -  არ დატოვოს ქვეყანა და საპროტესტო აქციაზე მისი დაკავება გამარტივდეს. თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გიგი უგულავა "ძალადობრივ ტაკიმასხარაობად" აფასებს.

"ძალადობრივი ტაკიმასხარაობა თბილისის აეროპორტში ივანიშვილმა და მისმა "ოპრიჩნიკებმა" დადგეს ერთადერთი მიზნით, ეს მიზანი იყო ჩემთვის პასპორტის ჩამორთმევა და გირაოზე დასმა, იმიტომ რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა ნებისმიერი ქუჩის აქციისას ასე მამაძაღლურად წამომიკიდონ, გირაო დაამძიმონ და პატიმრობა მომისაჯონ," -  განაცხადა უგულავამ.

უგულავას თქმით, ივანიშვილმა გამოკვეთა 3 ლიდერი  - უგულავა, მელია და ოქრუაშვილი, რომელთა განეიტრალებით პროტესტის ჩახშობას ცდილობს.

დღის ამბები