მორიგ დავალებების შემსრულებელს დანიშნავენ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ ოთარ კახიძემ მთავარი პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საუბრისას.
ოთარ კახიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოშორდება, მართლმსაჯულების სისტემა, პოლიცია და პროკურატურა პოლიტიკური გავლენებისგან უნდა გათავისუფლდეს.
"ეს არის სრულიად გახრწნილი, დამპალი სისტემა. ივანიშვილმა გადააქცია სამასხარაოდ პროკურატურა და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემა. შესაბამისად, იქ ვიღაც მორიგ თავის დავალებების შემსრულებელს დანიშნავენ, ოღონდ ეს არ იქნება დიდი ხნის ამბავი. ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვების შემდგომ ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იქნება, რომ მართლმსაჯულების სისტემა, პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო გავათავისუფლოთ პოლიტიკური გავლენისგან,“ - აცხადებს ოთარ კახიძე.
შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძემ უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა.