18 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
აქ არის ხალხი, ვისაც გულწრფელად უხარია - ზალკალიანი ღონისძიებაზე ადმინისტრაციული რესურსის ძალდატანებით მობილიზებას უარყოფს

თავისუფლების მოედანზე დღეს დაგეგმილ ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა. მისი თქმით,  მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები ჩართულები იყვნენ იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რაც ევროპაში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას უკავშირდება.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს წარმოადგენს, იყოს ჩართული იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რაც არის დაკავშირებული ევროპაში ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციასთან," - განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი ადმინისტრაციული რესურსის ძალდატანებით მობილიზებას უარყოფს და აცხადებს, რომ დღევანდელი ღონისძიება არის იმის დემონსტრირება, თუ რა მხარდაჭერა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციას.

"აქ არის ხალხი, ვისაც გულწრფელად უხარია, რომ საქართველო ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის წევრია,"- აღნიშნა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, ქართული ოცნება  დღეს, 16:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას "საქართველოს გზა ევროპისკენ" მართავს. პარტიაში აცხადებენ, რომ ღონისძიების ინიციატორი მათი ახალგაზრდული ორგანიზაციაა და საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება,  თუმცა ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ამით ძალის და რაოდენობის ჩვენებას აპირებს, იმ საპროტესტო განწყობის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაშია.

დღის ამბები