უმრავლესობის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 2020 წლიდან 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები შერეული წესით უნდა ჩატარდეს, "რესპუბლიკელი" თამარ კორძაია შეუძლებლად მიიჩნევს.
მისი თქმით, ამ პარლამენტში მმართველ გუნდს რესურსი არ ეყოფა და თუ მამუკა მდინარაძე მომავალ პარლამენტს გულისხმობდა, ამით დასტურდება, რომ "ოცნება" ძალაუფლების მიტაცებას და კონსტიტუციის შეცვლას აპირებს.
"მამუკა მდინარაძის ინიციატივის შესრულების შანსი არის ნულის ტოლი,იმიტომ, რომ რასაც ის ლაპარაკობს ამის შესრულებას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება, საკონსტიტუციო ცვლილების რესურსი ამ პარლამენტში არ არსებობს, თუ ის აპირებს მომავალ პარლამენტში ამ ცვლილების განხორციელებას, ის ადასტურებს რაც ვთქვი, რომ "ქართული ოცნება" მყარად დგას იმ პოზიციაზე, რომ მიიტაცოს ძალაუფლება და მერე შეცვალოს კონსტიტუცია," - განაცხადა თამარ კორძაიამ.