ისტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს და საკრებულოს დეპუტატმა თანამდებობა არ უნდა დატოვოს.
საქმე ეხება თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის ფეისბუქპოსტებს, სადაც "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვლი პროვოკაციაში დაადანაშაულა.
"ემოციური თუ პოლიტიკური განცხადებები პირველ რიგში პატიმრის ინტერესს აზიანებს, რომლის გათავისუფლებაც არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. პატიმრობის პირველივე საათიდან მობილიზებულია სამთავრობო უწყებები და უპრეცენდენტო ძალისხმევა ხორციელდება, მაგრამ არც ისე შორს არ მივდივარ, რომ ვინმემ თანამდებობა უნდა დატოვოს. ყველას გვაქვს ჩვენი უფლება გამოვხატოთ აზრი, თუნდაც ეს იყოს შოკისმომგვრელი სიტყვებით," - განაცხადა თეა წულუკიანმა.