18 ნოემბერი 2024,   15:59
ვრცლად
"დღეს რაც ხდება ცინიკური და ზღვარგადასულია" - დავით მათიკაშვილი ბიუროს სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე

ბიუროს სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას, რომლის დროსაც პარლამენტის თავმჯდომარესთან შელაპარაკება ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუხდათ, მმართველი გუნდი ცინიზმად და ზღვარგადასულ ქმედებად აფასებს.

"პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან კარგად ახსნა და განმარტა ეს საკითხი, განმარტა არაერთი გზა და მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება ეს საინტერესო საკითხი დაკმაყოფილდეს. დღეს რაც ხდება ცოტა არ იყოს, ცინიკური და ზღვარს გადასულია, როგორც იქცევიან ჩვენი კოლეგები," განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარეს "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაუპირისპირდნენ, მათი მოთხოვნა იყო, მოენახულებინათ 20 ივნისს დაკავებული პირები.

 

დღის ამბები