18 ნოემბერი 2024,   15:59
ვრცლად
ერეკლე კუხიანიძემ ბოდიშის მოსახდელად დრო ითხოვა - ბექა დავითულიანი

ერეკლე კუხიანიძეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელიც ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს ეხებოდა, ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს უმრავლესობაში. მათი თქმით, ისინი ემიჯნებიან კუხიანიძის განცხადებას, რომელმაც ბოდიშის მოსახდელად გარკვეული დრო ითხოვა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი აღნიშნავს, რომ საკრებულოს უმრავლესობა ერეკლე კუხიანიძის განცხადებას არ იზიარებს და ყველამ ერთად მას, ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.

"ამ განცხადებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს უმრავლესობა და ვემიჯნებით კიდეც კუხიანიძის განცხადებას. ეს საკითხები განხილული იქნება ფრაქციის ფორმატშიც. ყველამ დავუფიქსირეთ, რომ მის განცხადებას არ ვეთანხმებოდით. ერეკლე კუხიანიძემ ითხოვა გარკვეული დრო ოჯახისთვის ბოდიშის მოსახდელად,"- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დღის ამბები