ოპოზიციამ გაფართოებული შეხვედრა კიდევ ერთხელ გამართა. გეგმები უცვლელია - აქციები, პიკეტირება და დემონსტრაციები სხვადასხვა რეგიონში.
ოპოზიცია აგრძელებს ბრძოლას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი გიგი უგულავა ხუთშაბათს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტს აანონსებს.
"ამ კვირას ჩანიშნულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომები და ჩვენ ვაპირებთ ხუთშაბათს მოვაწყოთ პიკეტი და არ მივცეთ შესაძლებლობა ამ ადამიანებს მზაკვრული საქმეების კეთების. პარასკევს ჩანიშნულია მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი. შაბათ-კვირას კი გაიმართება მანიფესტაციები ზუგდიდსა და ბათუმში," - განაცხადა გიგი უგულავამ.