მახათას მთაზე სამხედრო ქალაქი აშენდება - თავდაცვის სამინისტრო ახალი საბინაო პოლიტიკას აანონსებს. დასახლებაში სამხედრო მოსამსახურეები ბინებს შეღავათიანი პირობებით შეიძენენ. სიახლის შესახებ მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახის წევრებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაში დაეხმარება.
"სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას უპრეცედენტოთ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ," - განაცხადა ღარიბაშვილმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად სამართლიანი კრიტერიუმებით განხორციელდება.