18 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
გენერალური პროკურორის კანდიდატურას საპროკურორო საბჭო პარლამენტს დასამტკიცებლად ერთი თვის ვადაში წარუდგენს

გენერალური პროკურორის კანდიდატურას საპროკურორო საბჭო პარლამენტს დასამტკიცებლად ერთი თვის ვადაში წარუდგენს. შერჩევის პროცესში აკადემიური წრეების, სამართლის დარგის სპეციალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. "კურიერის" ინფორმაციით, შალვა თადუმაზეს ბაკურ აბულაძე შეცვლის, რომელიც ამჟამად ამავე უწყების გენერალური ინსპექციის უფროსია.

ის ამ თანამდებობაზე წლების წინ ირაკლი შოთაძემ დანიშნა. პროცესისადმი სკეპტიკური პროგნოზის აქვთ მესამეს სექტორში. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები ფიქრობენ, რომ გენერალური პროკურირის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მმართველი პოლიტიკური ძალისადმი მისი ლოიალური დამოკიდებულება იქნება.

საპროკურორო საბჭოს ყოფილი წევრები და სფეროს ექსპერტები პროცესის გამჭვირვაობის აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი შეფასებით კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ იურისტის შესაბამისი კვალიფიკაცია და მაღალი საზოგადოებრივი ნდობა. ისინი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საქართველოს პარლანეტს აკისრებენ, რადგან სწორედ საკანონმდებლო ორგანო ამტკიცებს ქვეყნის მთავარ ბრალმდებელს. 

დეპოლიტიზებული პროკურატურის იმედი არც ოპოზიციას აქვს. ხელისუფლების ოპოენენტები ამბობენ, რომ მთავარი პროკურორის ვინაობას არსებითი მნიშვენელობა არ ექნება, რადგან მას მაინც მმართველი გუნდის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება მოუწევს. 

მმართველი გუნდის წევრები ოპონენტების ბრალდებებს ბრალდებებითვე პასუხობენ და ამტკიცებენ, რომ ქვეყნის გენერალური პროკურორი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იქნება. მთავარ ბრალმდებელს აქამდე იუსტიციის მინისტრი ნიშნავდა, კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ კი 14-კაციანი საბჭო შეარჩევს, მათ შორისაა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. 

მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადოდ გაამწესეს. პარლამენტში ფიცის დადების შემდეგ გათავისუფლდა გენერალური პროკურორის მოადგილის კანდიდატურაც. 76 დეპუტატის ხმა იქნება საკმარისი, რომ ქვეყანის ახალი მთავარი პროკურორი 6 წლის ვადით დაამტკიცონ.

დღის ამბები