ნატოს წვრთნები მიგვანიშნებს, რომ ალიანსი მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტისთვის ემზადება - განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა გააკეთა.
გერასიმოვი ამბობს, რომ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, შავ და ბალტიის ზღვებში სამხედრო მოქმედებები იზრდება.
"მოვლენების ყველანაირი განვითარებისთვის მზად უნდა ვიყოთ," - აცხადებს რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი.