პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს სპეციალური შეხვედრა გაიმართება.
პრემიერის ინფორმაციით, შეხვედრას დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან.
"არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, თუმცა ჩვენ შემდგომი ნაბიჯები უფრო სწრაფად უნდა გადავდგათ. დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება სპეციალური შეხვედრა ამ პრობლემატიკაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც დარგის სპეციალისტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფოს ყველა უწყების წარმომადგენელი," - განაცხადა გახარიამ.