18 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დაუჭირა მხარი, რომელშიც საქართველოს ოკუპაციაზეა საუბარი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. "ჯოჯოხეთური სანქციების" სახელით ცნობილ დოკუმენტში საქართველოს ოკუპაციაზეც არის საუბარი.

"შტატების პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოუწოდოს რუსეთის მთავრობას, დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას, დაასრულოს აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის მხარდაჭერა, შეწყვიტოს ოკუპაცია და რუსეთიდან მართული ძალების მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაში," -ნათქვამია სენატის კომიტეტის მხარდაჭერილ დოკუმენტში.

რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, სენატორები მიიჩნევენ, რომ შეზრუდვები უნდა დაუწესდეს რუსეთის სახელმწიფო ვალს, კიბერსფეროს, ენერგოსექტორსა და საბანკო სფეროებს.   

დღის ამბები