18 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
ყურადღებით ვაკვირდები, გაფართოვდება თუ არა გამოსაკითხი ან პასუხისგებაში მისაცემი პირების სპექტრი - თეა წულუკიანი

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს იუსტიციის მინისტრი ეხმაურება. თეა წულუკიანის განცხადებით, საზოგადოებასთან ერთად ყურადღებით აკვირდება, გაფართოვდება თუ არა დასაკითხ და გამოსაკითხ პირთა სია.

"მეც, როგორც თქვენ, ყურადღებით ვაკვირდები გაფართოვდება თუ არა სპექტრი გამოსაკითხი ან პასუხისგებაში მისაცემი პირების. მაგრამ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ჩვენ ვერც დასკვნებს გავაკეთებთ და ვერც მითითებებს მივცემთ მათ.

ვიფიქროთ იმაზე, რომ კერძო სკოლები დაექვემდებარონ იმ ტიპის მოთხოვნებს, რა მოთხოვნებსაც ექვემდებარებიან საჯარო სკოლები. საგანმანათლებლო დაწესებულება რომ არის კერძო, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ ისინი არიან განცალკევებული და განყენებული სამყარო და მათ არ უნდა შეეხოთ თუნდაც მკაცრი, მაგრამ რეგულაციები," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები