მოლაპარაკების მეოთხე რაუნდამდე ერთი დღით ადრე ევროკავშირის ელჩი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. კარლ ჰარცელსა და არჩილ თალაკვაძეს შორის მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა იყო დიალოგი და მოლაპარაკების პროცესი, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით მიმდინარეობს:
"ვფიქრობ, რომ დიალოგი კვირის ბოლომდე გაიმართება, რათა შედეგებამდე მივიდეთ, გვჯერა რომ შეხვედრის კარგი საფუძველი არსებობს. ვიმედოვნებ, მოლაპარაკებების მაგიდაზე რაიმე ახალს დავინახავთ. არ ვთვლი, რომ ეს გადამწყვეტი შეხვედრა იქნება, როგორც ვთქვი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დიალოგის პროცესი გრძელდება, უნდა დავრწმუნდეთ, რომ პროგრესის მისაღწევად მხარეთაგან ჩართულობასა და მზადყოფნას დავინახავთ. იმედი გვაქვს, რომ წინსვლის ახალ გზებს გამოვნახავთ.
დიალოგის მიზანია, მოიძებნოს ის არეალი, რომელიც დიალოგის ორივე მხარეს გააერთიანებს, ამისთვის საჭიროა იყოს კომპრომისზე წასვლის სურვილი, დიალოგის პროცესში შედეგებამდე მისვლასა და ურთიერთგაგებას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რათა ორივე მხარისთვის მომგებიანი სიტუაცია შეიქმნას. ამას შეუძლია სიტუაცია მომავალ თვეებში უფრო წინ წაწიოს, ეს არის ჯანსაღი პროცესი პოლიტიკურ გარემოში,"- განაცხადა ჰარცელმა