18 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
"მშობლები - შვილებისთვის" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს​

"მშობლები-შვილებისთვის" - ამ სახელწოდებით ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს​. აქცია-პერფორმანსი საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ორგანიზებულია. მოძრაობის ლიდერების განცხადებით აქცია ზეპარტიულია. აქციის მოთხოვნა ლუკა სირაძის საქმეზე ყველა დამნაშავის დასჯა და შინაგან საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომაა:

"ჩვენ პირდაპირ ვხედავთ, რომ გამოძიებას აძლევენ მიმართულებას და ამ საქმეს პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად შეფუთავენ. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ მინისტრი გადადგეს,  კომენტარის ღირსადაც არ თვლის ამ საქმეს, პრემიერი დავალებებს აძლევს უწყებებს, რისი უფლებაც მას არ აქვს," - განაცხადა "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

მოძრაობის წარმომადგენლის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ეს აქცია პარტიული არაა და ყველა მოქალაქის სათქმელს გამოხატავს:

"ეს არ არის პარტიული აქცია, ან პარტიული შეკრება, ეს არის მოქალაქეების მარტივი სიტყვა, რომ ის მოსწავლეები არ არიან მარტო, მათ გვერდით დგანან რიგითი მოქალაქეები, მეგობრები, ნათესავები, მოძღვრები,"- განაცხადა კუპრაძემ.

დღის ამბები