18 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
ოპოზიცია მმართველი გუნდის წინადადებას არ ეთანხმება - მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ისევ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ისევ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი გუნდის წინადადება, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას და პარლამენტის 150 მანდატიდან 100-ის პროპორციულზე და 50-ის კი მაჟორიტარულზე გადანაწილებას გულისხმობს. ოპოზიციის თქმით, საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური ძალა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს, მმართველი გუნდის შემოთავაზებული წინადადება კი ვაჭრობა და მხოლოდ რამდენიმე მანდატის დათმობაა.

"მოიტანეს წინადადება, რომ 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს სისტემით 50 მაჟორიტარი, 100 პროპორციული და არა მარტო 2020-ში, არამედ საქართველოში ყველა არჩევნები უნდა ჩატარდეს ასე, უსასრულობამდე. დიალოგს თავს ვერ ანებებენ, საერთაშორისო მედიატორებს ვერ ეუბნებიან მონაწილეობას არ მივიღებთო, ესმით, რომ კომპრომისი მათგან უნდა წამოვიდეს და ისიც ესმით, რომ ქუჩაში, სახელმწიფოში, საზოგადოებაში საშინელი კრიზისია," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები