ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე დაწერილი საჯარო პოსტების გამო ერეკლე კუხიანიძემ საკრებულოში თანამდებობები დატოვა.
დღეს საკრებულოში გამართულ სხდომას ესწრებოდა თავად ერეკლე კუხიანიძეც, რომელიც კენჭისყრის შედეგებს არ დაელოდა და სხდომათა დარბაზი დატოვა.
კუხიანიძის შეფასებით, ეს პოლიტიკური პროცესია, რომელიც მისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა.
"ჩემთვის ეს ყველაფერი არის ძალიან მძიმე, ვფიქრობ, რომ მეგობრები უფრო უნდა დავიცვათ, მაგრამ მე მათ არ განვსჯი ეს არის პოლიტიკური პროცესი," - განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.