18 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
ელიზაბეთ რუდის ექსკლუზიური ინტერვიუ "კურიერთან"

აშშ-ის ელჩის მოვალეობის ელიზაბეთ რუდის თქმით, საქართველოს ძლიერი მხარე მის პარტნიორებშია, რაც შეეხება შიდა გამოწვევებს, ამ გამოწვევებზე მუშაობა არის იმის გარანტია, რომ სამომავლოდ ქვეყანას ქონდეს უნარი, რომ დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ ელიზაბეთ რუდმა "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა:

"საქართველომ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს გეოგრაფია. ვფიქრობ, რომ თქვენი ძალა შიდა ერთიანობაშია, პარტნიორობასა და სხვა ქვეყნებთან მეგობრობაში. სწორედ ამიტომაა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ასე მნიშვნელოვანი. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ჩვენთვის მიუღებელია ოკუპაცია და მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს ჯარები კონფლიქტამდე პოზიციებზე და ნება დართოს ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობას აფხაზი და ოსი ხალხისთვის. ისინი საქართველოს განუყოფელ რეგიონებში ცხოვრობენ,"- განაცხადა რუდმა.

ელიზაბეთ რუდის თქმით, აშშ მხარს უჭერს ყველა იმ პროცესს, რომელიც საქართველოს გასაძლიერებლად არის მიმართული:

"ყველაფერი რასაც საქართველო გასაძლიერებლად აკეთებს, მაგალითად ეკონომიკური დივერსიფიკაცია, ფრენების დაუსაბუთებელი შეწყვეტის ფონზე, ნაკლები ზიანისთვის სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვა, ან ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა, უფრო ძლიერს და მტკიცეს ხდის საქართველოს, უფრო უნარიანს, რომ არა მხოლოდ რუსეთის მავნე გავლენით შექმნილ გამოწვევებს უპასუხოს, არამედ გახდეს ძლიერი ქვეყანა, რომელიც დაიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, როდესაც პოლიტიკური პროცესი ამისთვის მზად იქნება. ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ამ პროცესს,"- აღნიშნა ელიზაბეთ რუდმა.

დღის ამბები