18 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
"სუსი და შსს გადაქცეულია ერთი ადამიანის მსახურად" - მოძრაობა "გაბედეს" საპროტესტო აქცია კანცელარიასთან 

მოძრაობა "გაბედე" მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავს. დემონსტრანტები სამართალდამცველთა საქმიანობაში გადაცდომის ფაქტებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას საპოლიციო რეჟიმის დამკვიდრებაში ადანაშაულებენ.

მოძრაობა "გაბედეს" წევრები სახელმწიფო კანცელარიასთან სიტყვით გამოვიდნენ და სისტემის შეცვლას მოითხოვენ. 

აქციის მონაწილეებმა და "გაბედეს" წევრებმა თოკებით გზის ნაწილზე დაწერეს "ძირს სისტემა" შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს.

მოძრაობა "გაბედეს" წევრი ბექა ნათელაშვილი სამართლებრივ სტრუქტურებს ბრალს მოვალეობის ზერელედ შესრულებაში სდებს. მისი თქმით, ქვეყნის ორი მთავარი ძალოვანი სტრუქტურა მხოლოდ ერთი ადამიანის მითითებებს ასრულებს.

"ძალოვანი სტრუქტურები არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ფაქტობრივად სუსი და შსს გადაქცეულია ერთი ადამიანის მსახურად და ისინი არ ემსახურებიან ქვეყნის ინტერესებს,"- განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.

 

დღის ამბები