18 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
თუ კიდევ შეეცდება ხელისუფლება ტროლების ფაბრიკა ააგუგუნოს, ქვეყანა გამადიდებელი შუშის ქვეშ იქნება - უდუმაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, Facebook-ის მიერ ხელისუფლების მხარდამჭერი გვერდების გაუქმება მნიშვნელოვანია, რადგან ის ქვეყანაში საზოგადოებრივ შუღლს აღვივებდა.

უდუმაშვილის განცხადებით, მსგავს ტენდენციას ადეკვატური რეაქცია მოჰყვა.

"დაინახეს ჩვენმა პარტნიორებმა შეერთებულ შტატებში და უპირველეს ყოვლისა, დაინახა Facebook-მა, რომ ეს ყველაფერი იყო მართული ხელისუფლების მხრიდან. მთელი ეს ტროლებისა და ბოტების ფაბრიკა აღვივებდა ძალიან მძიმე ტენდენციებს. ეს იყო შუღლი საზოგადოების შიგნით. ეს იყო ანტიდასავლური ტენდენციები, პირდაპირ ღია მოწოდებებით და ბუნებრივია, რომ ამას მოჰყვა შესაბამისი რეაქციაც. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კიდევ შეეცდება ხელისუფლება მსგავსი რაღაც წამოიწყოს კვლავ ააღორძინოს და ააგუგუნოს ეს ფაბრიკა, საქართველო იქნება ძალიან დიდი გამადიდებელი შუშის ქვეშ," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

"ფეისბუქის" მიერ ხელისუფლების მხარდამჭერი გვერდების გაუქმება უკვე მეორე დღეა, ურთიერთბრალდებების მიზეზია. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელის ადმინისტრაცია საეჭვო გვერდებთან კავშირში ხელისუფლების კვალს ხედავს, "ქართული ოცნების" მთავრობა ისევ ოპოზიციისკენ იშვერს ხელს და აცხადებს, რომ გაუქმებული ანგარიშებისა და გვერდების დახმარებით ნეგატიურ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებდა.

დღის ამბები