კონსტიტუციონალისტი, "შენების მოძრაობის" წევრი ვახტანგ ხმალაძე ფიქრობს, რომ პარტიას "ლელო საქართველოსთვის" ქართულ პოლიტიკაში წარმატება ელის.
"გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ექნებოდა რეალური შესაძლებლობა, მოეპოვებინა წარმატება ქართულ პოლიტიკაში, რომლის მოქმედებაც დაფუძნებული იქნებოდა, ვინმე კონკრეტულად დაპირისპირებაზე, არა ვინმესთან მტრობაზე, არამედ დაფუძნებული იქნებოდა მხოლოდ თანამშრომლობაზე,"- განაცხადა ყრილობის დასრულების შემდეგ, კონსტიტუციონალისტმა, "შენების მოძრაობის" წევრმა ვახტანგ ხმალაძემ.
მამუკა ხაზარაძის "ლელოში" გაერთინდა ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძეც.
"გადავწყვიტე, რომ შევიდე ამ მოძრაობაში, გავლენა ვიქონიო ამ მოძრაობაზე და იმედი მაქვს, რომ ამ მოძრაობიდან, ჩამოყალიბდება ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის იქნება მისაღები და შეძლებს შეცვალოს ის მდგომარეობა, რომელიც არის ქვეყანაში,"- აცხადებს ისტორიკოსი, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე.
"ჩემი უახლოესი პოლიტიკური მიზნები უკავშირდება ჩვენი ფრაქცია, "დამოუკიდებელი დეპუტატების" გაძლიერებას და შემდგომში, ახალი პოლირიკური პლატფორმის შექმნას. ამ პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის "ლელოსთან" თანამშრომლობისთვის ჩვენ მზად ვართ, გავხსნათ დიალოგი,"-განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ.