18 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
დავით ზალკალიანმა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ისაუბრეს

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა ტელეფონით ისაუბრეს. საუბრის მთავარი თემა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი იყო.

დავით ზალკალიანმა დუნია მიატოვიჩს მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა ქართული მხარის მიერ გაფრინდაშვილის გასათავისუფლებად. გამოითქვა შეშფოთება საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო და ითქვა, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები უკიდურესად ამძიმებს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ უმძიმეს ვითარებას. ამ ფონზე დავით ზალკალიანმა საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ინფორმაცია სატელეფონო საუბრის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. 

 

დღის ამბები