დავით გარეჯის შესახებ აზერბაიჯანსა და ქართულ მხარეს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს ამ დრომდე კონკრეტული შედეგი არ ჰქონია. აღნიშნულ პოლიტიკურ საკითხს ქართული მხარე, სავარაუდოდ, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს დააყენებს.
ეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი რიგით მერვე მინისტერიალის ფარგლებში უნდა მოხდეს.
„ეს გახლავთ სამი ქვეყანა, რომელსაც ერთმანეთთან ძალიან ბევრი რამ აკავშირებს, პირველ რიგში, სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ კოორდინირებულად ვმოქმედებთ, როგორც ორმხრივ ფორმატებში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. აუცილებელია, ვისაუბროთ სწორედ სტატუს-კვოს დაბრუნებაზე. იმედი გვაქვს, რომ აზარებაიჯანელი პარტნიორებისგან იქნება გაგება, რადგანაც ეს საკითხი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს და არავის უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ რაიმე სახის წინააღმდეგობა შემოიტანოს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა.
საქართველოში მყოფი ორი ქვეყნის პირველი დიპლომატი კი, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგებლებთან შეხვედრას გეგმავს.