18 ნოემბერი 2024,   15:59
ვრცლად
გია ვოლსკი პროპორციული არჩევნების სისტემას აკრიტიკებს და შესაძლო სამთავრობო კრიზისზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი პროპორციულ სისტემას აკრიტიკებს. მისი განცხადებით, ამ სისტემამ შესაძლოა ქვეყანა სამთავრობო კრიზისამდე მიიყვანოს და საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დადგეს,  როგორც ეს ისრაელის და იტალიის შემთხვევაში მოხდა.

"იმდენად ეკლექტურია ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, რომ საკმაოდ გართულდება მათთვისაც, ვინც მოლაპარაკების მეორე მხარეს დგას, სახელმწიფოც შეიძლება საკმაოდ რთული გამოცდის წინაშე დადგეს. არაერთი ევროპული სახელმწიფო იდგა მსგავსი გამოწვევის წინაშე - მაგალითად, ახლა ისრაელია ამ მდგომარეობაში. პარტია, რომელიც იმარჯვებს, მას მეტი შანსი აქვს, რომ მისი მაჟორიტარები მეტნი იყვნენ.

"ქართული ოცნების" იმედი კი მაქვს, მაგრამ ეს მომავალში ისტორიაში იგივენაირად უნდა გავაკეთოთ, როგორც იტალიამ, რომელიც მაჟორიტარულ სისტემას დაუბრუნდა, როცა საფრთხე იგრძნო,"  - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები