საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი და "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, გიორგი დოხტურიშვილი მედროვე და "ქართული ოცნების" ზონდერია.
"მედროვეობის კლასიკური მაგალითია გიორგი დოხტურიშვილი, დღეს "ქართული ოცნების" ზონდერია. 2012 წელს 1 ოქტომბერსაც კი "ნაციონალური მოძრაობის" პლაკატებს ვერ გამოგლეჯდით ხელიდან. ეს მედროვე მზად იყო ერეკლე კუხიანიძე დაეცვა. ასეთი მედროვეებითა და გავრილოვებითაა დღეს "ქართული ოცნება" სავსე. ახლა კი გარემოს დაცვის კომისიის სხდომა მიმდინარეობს ერეკლე კუხიანიძესთან ერთად. ყველა სხდომაზე იქნება ასე, სანამ ეს კაცი აქ იქნება," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილი ითხოვდა, ერეკლე კუხიანიძეს კომისიის სხდომა დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ საკრებულოს დეპუტატებს გარემოს დაცვის კომისიის სხდომის დაწყების საშუალებას არ მისცემდა.
ფიზიკური ინციდენტის შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა სხდომა დატოვა.