"ხაბეიშვილის მიზანი ზუსტად იყო ის, რომ მომხდარიყო ამგვარი ინციდენტი,"- ასე შეაფასა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება.
გიორგი ტყემალაძემ კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარეს მოუწოდა, საქმეზე ორიენტირდნენ.
"სამწუხაროდ, მოხდა ინციდენტი, მაგრამ ეს იყო მათი დღის წესრიგი. მოვუწოდებ ყველა მხარეს მაქსიმალურად იყვნენ საქმეზე ორიენტირებული და ამ დაძაბულობებს თავი უნდა დავანებოთ," - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი და "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
იქამდე, ლევან ხაბეიშვილი ითხოვდა, ერეკლე კუხიანიძეს კომისიის სხდომა დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ საკრებულოს დეპუტატებს გარემოს დაცვის კომისიის სხდომის დაწყების საშუალებას არ მისცემდა.