18 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
ბოლო ლურსმანი ჩააჭედა სახელმწიფო დეპარტამენტმა იმ კუბოში, რომელიც "ოცნებას" დაედგა- უდუმაშვილი აშშ-ს განცხადებაზე

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააძლიეროს თავისი ერთგულება დემოკრატიის პრინციპების მიმართ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და საპროკურურო სისტემის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ.

შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის - მორგან ორტაგუსმა განცხადება გაავრცელა სადაც ვაშინგტონი საქართველოში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე საუბრობს.

განცხადებას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ ვაშინგტონმა დიპლომატიურად გამოთქვა კრიტიკა სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლო და პროკურატურა დღეს საქართველოში პოლიტიკური ზეწოლებისგან თავისუფალი არ არის.

"ბოლო ლურსმანი ჩააჭედა სახელმწიფო დეპარტამენტმა იმ კუბოში, რომელიც "ქართულ ოცნებას" დაედგა ამ ბოლო დღეების განმავლობაში. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ქართული პროკურატურა და სასამართლო არის პოლიტიზირებული მთლიანად და პოლიტიკური ნიშნით დევნის თავის ოპონენტებს, ეს არის პირდაპირ ნათქვამი ამაში და ამ განცხადებას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება უკვე შეერთებული შტატების მხრიდანაც," - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

დღის ამბები