პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ნინო გოგუაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან განცხადების ინტერპრეტაციებზე მსჯელობა არასერიოზულია. ნინო გოგუაძის თქმით, ახლა არც იმის დროა, რომ აშშ-ს კრიტიკაზე მმართველმა გუნდმა თვალი დახუჭოს.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, სადაც ის მოუწოდებს ხელისუფლებას დამოუკიდებელი სასამართლოსა და მართლმსაჯულების უზრუნველყოფისკენ, მკაფიო განცხადებას უწოდებს.
"სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის ძალიან მკაფიო. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების უზრუნველყოფით და ამ სისტემების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფით, განამტკიცეთ ქვეყანაში დემოკრატია და კანონის უზენაესობა.
აქ არის კონკრეტული მესიჯი, რა უნდა მიიღოს აქედან ხელისუფლებამ და ქართულმა საზოგადოებამ. ამიტომ, თვალის მოხუჭვა არც მმართველი გუნდის და არც საზოგადოების ინტერესებში არ შედის," - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.