18 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
კომპანია "სვეტის" ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ თებერვალში დაიწყება - კახი კალაძე

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა სამშენებლო კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებულთა საკითხზე ისაუბრა, კალაძის თქმით, გაფორმდა ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია "M კვადრატთან" და სავარაუდოდ თებერვალში უკვე დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების სამუშაოები დაიწყება:

"ამ 2500 ოჯახს, რომელიც არის კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებული, აუცილებლად მოვუგვარებთ პრობლემას, რომელიც აწუხებდათ. დაზარალებულების ინტერესების გათვალისწინებით თბილისის საკრებულომ "სვეტის" სამშენებლო ობიექტებს, ნუცუბიძის, მირცხულავას, ჭყონდიდელის ქუჩებზე მიანიჭა დაუმთავრებელი მშენებლობების სტატუსი, აღნიშნულის საფუძველზე კომისიის მუშაობის შედეგად უკვე დასრულდა სამშენებლო ობიექტთან მიმართებაში არქიტექტურული, ურბანული, სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი საკითხის განხილვა. დაზუსტდა და განისაზღვრა ის ხელშემწყობი ღონისძიებები, რომელიც უნდა განხორციელდეს ამ ობიექტების დასასრულებლად. კომისიის დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე დღეს თბილისის მთავრობა განიხილავს და საკრებულოს შესათანხმებლად გადაუგზავნის სვეტის ყოფილი მშენებლობების დასრულების მიზნით, მერიის ხელშემწყობი ღონისძიებების ნუსხას, რაც ძალიან მნშვნელოვანია, ჩვენ გვქონდა კომინიკაცია სამშენებლო კომპანიასთან, ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით იანვრის ბოლოს, თებერვალში მიიღებენ სამშენებლო ნებართვებს,"- განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები