18 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
არ მგონია დოკუმენტი სამართლებრივად გამართული იყოს, დასაბუთება სჭირდება - ვოლსკი ოპოზიციის ე.წ. შავ სიაზე

"პოლიტიკურად, ნამდვილად მათ ხელში იარაღია" - ამ სიტყვებით პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციის ე.წ. შავს სიას გამოეხმაურა.

ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციის ხელში მთავარი იარაღი მხოლოდ დემარშია.

"როდესაც ასეთ სიას აგზავნიან, რასაკვირველია, ამას უნდა მოჰყვებოდეს სერიოზული დასაბუთება, რაც არამგონია ჰქონდეთ, როდესაც სახეზე გვაქვს ჩანაწერი, როგორ იჭრებოდა ხალხი პარლამნეტში, სახელწიფო გადატრიალების მოსაწყობად. მე არ მგონია, რომ ეს დოკუმენტი სამართლებრივად გამართული იყოს. პოლიტიკურად, ნამდვილად მათ ხელში იარაღია, იმიტომ, რომ ასეთი დემარშების გარეშე მათ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სანქციები პოლიტიკოსებს, მოსამართლეებს და სამართალმდამცველებს - ოპოზიცია ე.წ. შავს სიას 8 იანვარს გამოაქვეყნებს. პარტიებმა ინტერპარტიული კომისია ჩამოაყალიბეს, რომელმაც დღეს პირველი სხდომა გამართა.

ლიდერების ინფორმაციით, ჯგუფი შეისწავლის პოლიტიკური დევნის ფაქტებს, ამ ფაქტებში მონაწილე პირების ჩამონათვალს კი შემდგომი სანქციებისთვის, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს და ევროკავშირს გადაუგზავნის.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ეგრეთწოდებულ შავ სიაში შევლენ, როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირები, ასევე შემსრულებლები. დღეს დასახელდა კონკრეტული გვარებიც.

დღის ამბები