18 ნოემბერი 2024,   15:59
ვრცლად
ნებისმიერ საკითხს, რომელსაც ეკარება აფუჭებს და სკანდალად აქცევს - ბოკუჩავა პრეზიდენტის განცხადებაზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები კრიტიკის მიზეზი გახდა. ოპოზიციის განცხადებით, არ შეიძლება რუსეთის ოკუპაციისა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან საზღვრის დემარკაციის პრობლემების გათანაბრება და ერთ კონტექსტში მოხსენიება.

"სტრატეგიული პრობლემა, რომელიც ქვეყანას უქმნის საფრთხეს, არის ოკუპაცია და არ შეიძლება მისი გათანაბრება, თუ ქვეყნის მოღალატე არ ხარ, ნებისმიერ სხვა პრობლემასთან, თუნდაც საზღვრის დემარკაციის პრობლემასთან, მეზობელ, მეგობრულად განწყობილ ქვეყნებთან, როგორიც არის აზერბაიჯანი, ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება პოლიტიკურ ფორმატში, მაგრამ სამწუხაროდ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არც მეგობრულად და არც მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთან ჩვენი პრობლემების მოგვარების რესურსი არ გააჩნია და განსაკუთრებით ამის რესურსი არ გააჩნია ე.წ პრეზიდენტს, რომელიც არის ბუტაფორია და საპრეზიდენტო სკამი ივანიშვილმა უყიდა და ნებისმიერ საკითხს, რომელსაც ეკარება აფუჭებს და სკანდალად აქცევს,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს საზღვრების დადგენის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანას პრობლემა აქვს არა მარტო ოკუპირებულ ტერიტორიების საზღვრებთან მიმართებაში, არამედ სომხეთთან და აზერბაიჯანთანაც.

დღის ამბები