18 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
"თავდაცვაში აშშ-სგან დახმარება ბევრის მთქმელია"- შორენა ლორთქიფანიძე

ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი წლის ბიუჯეტში საქართველოს საკითხი ისევ მოხვდა. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის წევრი შორენა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ აშშ-სგან დახმარება თავდაცვის საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია.

"აშშ-სგან ერთგულება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ იცვლება და გასამმაგებულია. მთლიანი დახმარება 321 მილიონზე მეტია და ასევე, თავდაცვის მიმართულებითაც გაზარდეს თანხები, თავდაცვაში აშშ-სგან დახმარება კი ბევრის მთქმელია," - განაცხადა შორენა ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ საქართველოსთვის ფინანსურ დახმარებას ზრდის და თანხა 132 მილიონ დოლარს შეადგენს.

დღის ამბები