თბილისის მერია მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს კვირის ბოლოს განიხილავს. საკრებულოს უმრავლესობის განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტი სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ქალაქს აქვს.
"პირვანდელი შემონატანი არის მილიარდ 20 მილიონი და წლის განმავლობაში ის დაახლოებით განისაზღვრება მილიარდ 300 მილიონით, რაც არის თბილისის ბიუჯეტების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი. დაახლოებით 317 მილიონი იხარჯება სოციალური პრიორიტეტების მიხედვით," - აღნიშნა თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ.
დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერას არ აპირებენ ოპოზიციაში.