18 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
მას შემდეგ რაც facebook-მა ტროლების ნახევარი გაუნადგურა, ახლა ტელევიზიებს ახშობს - ოპოზიცია ინკასოზე

ინკასო "რუსთავი 2"-ს, ტელეკომპანია "პირველსა" და "კავკასიას" - ფინანსთა სამინისტრო კომპანიებისგან დავალიანების დაფარვას ითხოვს.

პოლიტიკოსები ორმაგ სტანდარტსა და სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლაზე საუბრობენ.

ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ჩაახშოს ყველა ის საინფორმაციო არხი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკულად აშუქებს.

"უკლებრივ ყველა იმ საინფორმაციო არხის ჩახშობას ცდილობს ივანიშვილი, რომელიც მის კონტროლს არ ეთანხმება. მას შემდეგ, რაც მას FACEBOOK-მა ტროლების ფაბრიკის ნახევარი გაუნადგურა, ახლა შემობრუნდა და ცდილობს, ჩაახშოს საზოგადოებისათვის ჯანსაღი, ნორმალური, ფაქტების შესაბამისი, ინფორმაციის მიწოდების წყაროები," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

"ფაქტი სახეზეა, რომ ჩვენი ხელისუფლება არის სრულ აგონიაში, წინასაარჩევნოდ მაქსიმალურად ცდილობს ჩაახშოს და დახუროს ყველა ის თავისუფალი სივრცე, საიდანაც შეიძლება ისმოდეს თავისუფალი აზრი. ამდენად ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ "ლელოს" სახელით ყველა მედიასაშუალებას," - აღნიშნა  პოლიტიკური მოძრაობის
"ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა მედეა მეტრეველმა.

ფინანსთა სამინისტროს გაფრთხილების შემდეგ რამდენიმე ტელევიზიას ინკასო დაედო. ტელევიზიებს შორისაა "რუსთავი 2", "ტელეკომპანია პირველი" და ტელეკომპანია "კავკასია".

მიმდინარე დავალიანებების გამო შემოსავლების სამსახურმა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ღონისძიებას მიმართა. 

 

 

დღის ამბები