მმართველი გუნდის წევრის ნინო წილოსანის თქმით, ის თავის მხრიდან ადასტურებს, რომ "პანდა" მმართველი გუნდის პოზიციას არ აჟღერებდა და პირადი ინიციატივით მოქმედებდა.
ამ განცხადებით წილოსანი სარეკლამო კომპანია "პანდას" განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მათ აღიარეს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებდნენ, თუმცა მათი თქმით, ამას აკეთებდნენ არა "ქართული ოცნების სიყვარულით", არამედ "დიქტატურის დაბრუნების შიშით".
"მოვისმინე მათი განცხადება და შემიძლია დავადასტურო ჩემი მხრიდანაც, რომ ჩვენი, როგორც მმართველი გუნდის პოზიციას ისინი ნამდვილად არ აჟღერებდნენ. ყოველ შემთხვევაში ეს მათი პირადი ინიციატივა იყო," - აცხადებს ნინო წილოსანი.