18 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
ხელისუფლების ე.წ დათმობის პოლიტიკამ მიგვიყვანა ამ შედეგამდე - ბობოხიძე ბიბილოვის ულტიმატუმზე

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი წაყენებულ ულტიმატუმს, რომ ახალგორი იმ დრომდე იქნება ჩაკეტილი, ვიდრე სოფელ წნელისთან ქართული პოლიცია პოსტს არ აიღებს, ოპოზიციის წევრი კაკო ბობოხიძე ეხმაურება. ბობოხიძის თქმით, ამ შედეგამდე ქვეყანაც და ხელისუფლებაც ე.წ დათმობის პოლიტიკამ მიიყვანა. ბობოხიძემ გასული წლები გაიხსენა და განაცხადა, რომ ოსურ მხარეს პრეტენზიებს ვერ გამოთქვამდა პოლიციის პოსტებთან დაკავშირებით და არც ადამიანებს იტაცებდნენ ყოველდღიურად:

"მე მახოვს პერიოდი, როდესაც გაცილებით მეტი პოსტი იყო და ოსებს ამ პოსტებზე პრეტენზიების გამოთქმის ფიქრიც კი არ გაუვლიათ თავში. მე მახოვს პერიოდი როდესაც ოკუპაციის პირობებში არ იყო ამდენი გატაცებები და ოსებს აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ასე ყოველდღე შეეძლოთ ადამიანები გაეტაცებინათ ბიუჯეტის შესავსებად. მე მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ე.წ დათმობის პოლიტიკამ, სამწუხაროდ, მიგვიყვანა ამ შედეგამდე."- განაცხადა კაკო ბობოხიძემ. 

ოკუპირებული ახალგორი უკვე 114 დღეა ჩაკეტილი და მოსახლეობას ე.წ რეაზდახანის გამშვები პუნქტიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უშვებენ.  ბოლო 4 თვის განმავლობაში, ჩაკეტილი პოსტი 4-ჯერ გაიხსნა და ყველა ეს შემთხვევა მიცვალებულების გადასვენებას უკავშირდებოდა. საოკუპაციო რეჟიმს ფაქტობრივ ტყვეობაში დაახლოებით 1500-მდე საქართველოს მოქალაქე ჰყავს.

დღის ამბები