ელისო კილაძე "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. "ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ ზაზა ოქუაშვილსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით ასათიანს შორის შეხვედრა 2018 წლის შემოდგომაზე, ევროპაში შედგა.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა და "ომეგა ჯგუფის" ყადაღის მოხსნაზე მსჯელობდნენ, არაუფლებამოსილი პირი დავით ასათიანი ესწრებოდა.
კილაძის განმარტებით მაშინ დავით ასათიანს საადვოკატო საქმიანობის შესრულების უფლება არ ჰქონდა, შესაბამისად, უცნობია, რა სტატუსით და ვისი დავალებით შედგა აუდიენცია ევროპაში.
"ქრონიკა პლიუსის" რედაქტორის ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე ასათიანმა ოქუაშვილს გარკვეული გარიგება შესთავაზა ყადაღა-საურავების მოხსნის სანაცვლოდ. ელისო კილაძე ასაჯაროებს მათი საუბრის აუდიო ჩანაწერსაც.
მისივე ინფორმაციით, დავით ასათიანი ათანხმებდა ზაზა ოქუაშვილთან იმ წერილის ტექსტს,რომელიც ხელისუფლების დავალებით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ უნდა წაეკითხა.
"შეხვედრა ზაზა ოქუაშვილსა და ასათიანს შორის შეხვედრა გასული წლის შემოდგომაზე შედგა. მე თქვენ მოგცემთ აუდიო ჩანაწერის ფრაგმენტს, რომელიც შეხვედრის შინაარს ასახავს და იქ საუბარია თანხებზე და საურავების მოხსნაზე,"- განაცხადა ელისო კილაძემ.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.