ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ეხმაურება.
"მივესალმები ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, რომელიც ახალ წელს თავის ოჯახთან ერთად შეხვდება" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი წერს.
ევროპელი დიპლომატი აქცენტს ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნის აუცილებლობაზე აკეთებს.
"მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ გადაიდგას ნაბიჯები გამშვები პუნქტების გასახსნელად,"- წერია ჰარცელის განცხადებაში.