ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას აშშ-ის საელჩო განცხადებით გამოეხმაურა.
ვუერთდებით სიხარულს, რომ ექიმი შინ დაბრუნდა და დღესასწაულებს ოჯახთან ერთად გაატარებს," - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი მოუწოდებს დე-ფაქტო რეჟიმს, გახსნას გამყოფი ხაზის მიმდებარე გადასასვლელი პუნქტები, დაუშვას ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ინარჩუნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ ერთგულებას.
"მივესალმებით ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ. ვუერთდებით ყოველი ქართველისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა სიხარულს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი შინ დაბრუნდა და დღესასწაულებს ოჯახთან ერთად გაატარებს.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე გადასასვლელი პუნქტები და დაუშვას ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ ერთგულებას," - წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.