18 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
მოხარულები ვართ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდება - კეტრინ ფირონი 

ოკუპანტების 49-დღიანი ტყვეობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელის მოადგილე კეტრინ ფირონი გამოეხმაურა. მისი თქმით, მისია ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებით ძალიან კმაყოფილია და შეშფოთებას გამოთქვამს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის და დაკავებების გამო, რომლის მაგალითიც იყო ვაჟა გაფრინდაშვილი:

"უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა, რომ ჩვენი მისია ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებით ძალიან კმაყოფილია, მოხარულები ვართ, რომ უსაფრთხოდაა და ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდება. მისიამ ამ დილითვე გააქტიურა ცხელი ხაზი, თუმცა ეს ხაზი აქტიური მისი დაკავებისთანავე გახდა. მისია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო შეშფოთებულია. ასევე შეშფოთების საგანია დაკავებები, რომლის მაგალითიც იყო გაფრინდაშვილი. იმედია რომ ე.წ გამშვები პუნქტები მალე გაიხსნება," - განაცხადა ფირონმა.

 

დღის ამბები