ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერთან გამართული შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა, აქცენტი კარდინალის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაკეთდა და აღინიშნა, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობების მაღალი დონის კიდევ ერთი დადასტურებაა. ყურადღება დაეთმო ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას:
"ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი სიტუაცია იყო ჩვენი განხილვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ვისაუბრეთ ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, იმ რეფორმებზე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს და ბუნებრივია მივიღეთ კიდევ ერთი მხარდაჭერა წმინდა საყდრისგან, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები გაგრძელდება ისე ნაყოფიერად როგორც დღემდე იყო," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.