დედაქალაქის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 2019 წლის საპარლამენტო საქმიანობა შეაჯამა.
კალაძემ მთავარ შეცდომად რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, პარლამენტში ვიზიტი დაასახელა.
"იყო რთული წელი, იყო გამოწვევები, მცდელობებიც კი იყო არეულობის და დაპირისპირების, თუმცა არავის უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა.
შეცდომები იყო, უცებ რაც მახსენდება, გავრილოვის პარლმენტში შეყვანა და სპიკერის სავარძელში დაჯდომა, რამაც ახალგაზრდების გულისწყრომა გამოიწვია. თუმცა შემდეგ განვითარებული მოვლენები ამასთან კავშირში არ არის. ეს არის უპასუხისმგებლო, ოპოზიციის კონკრეტული ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რასაც მაშინ ვისმენდით პარლამენტში შევარდნასთან დაკავშირებით," - აღნიშნა კახა კალაძემ.