18 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
დატვირთული სამუშაო წელი იყო, მივიღეთ 400-ზე მეტი კანონი - თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო საქმიანობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ 2019 წელი პარლამენტისთვის საკმაოდ დატვირთული იყო.

თალაკვაძის შეფასებით, პოლიტიკური დისკუსიების თვალსაზრისით, საპარლამენტო საქმიანობა საკმაოდ დაძაბული იყო.

"პარლამენტისთვის იყო ძალიან დატვირთული სამუშაო წელი. ჩვენ მივიღეთ 400-ზე მეტი კანონი, საერთაშორისო ხელშეკრულებები. გავმართეთ პლენარული სხდომები და 13-ჯერ მოვუსმინეთ მინისტრთა კაბინეტის წევრებს. პოლიტიკური დისკუსიისა და დებატების თვალსაზრისით, ეს წელი იყო საკმაოდ დაძაბული.

მივიღეთ ბავშვის უფლებათა კოდექსი, მივიღეთ ენერგო ეფექტურობის შესახებ და ენერგეტიკის სექტორში ალტერნატიური წყაროების სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანი პაკეტი. ბიზნესზე ორიენტირებული საკანონმდებლო ინიციატივები," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები