ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა. მარიამ ქვრივიშვილმა განხორციელებული პროექტები შეაჯამა და გასული წლის სტატისტიკური მონაცემები მიმოიხილა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში უკვე დაფიქსირდა 9 მილიონზე მეტი ტურისტის შემოსვლა. მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 7%ით გაზრდილია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა.
"მიუხედავად ყველა გამოწვევისა, ვუმასპინძლეთ საერთაშორისო მოგზაურების რეკორდულ რაოდენობას. ეს არის 9 მილიონ 300 ათას ადამიანზე მეტი საერთაშორისო მოგზაური, ვინც 2019 წელს ეწვია საქართველოს.
ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რომელიც შესაძლებელი გახდა მთავრობის, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობით, ივნისის მოვლენების შემდეგ, როდესაც საკმაოდ დიდი გამოწვევა დაატყდა თავს ტურიზმს," - განაცხადა ნათია თურნავამ.