საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთ პუნქტი ჩაკეტა. საღამოს რვა საათიდან გადაადგილება აიკრძალა ქარძმანი-პერევის გადასასვლელზე. საუბარია ერთადერთ მონაკვეთზე, რომლითაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს, გადმოვიდეს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. უკანონო გადაწყვეტილების მიზეზად, საოკუპაციო რეჟიმი უსაფრთხოებას ასახელებს. შეზღუდვები 3 იანვარს, დილის 6 საათზე მოიხსნება.
ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც გადასასვლელით თითქმის ყოველდღიურად სარგებლობს, ამბობენ, რომ მათ პრობლემები შეექმნებათ, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც ახალი წელი ახლოვდება. მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი ვერ შეძლებენ პროდუქტების შეტანას.