18 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
პოლიტიკური 2019 წელი - ხელისუფლების და ოპოზიციის შეფასებები განსხვავებულია

2020 წლის დადგომამდე 1 დღე რჩება. როგორი იყო პოლიტიკურად მიმდინარე წელი - ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველაზე დატვირთული.
როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციის და ხელისუფლების შეფასებები განსხვავებულია.
ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილება, გავრილოვის ვიზიტი, 20 ივნისის აქცია, უვადო მოსამართლეების დანიშვნა - ეს ის მოვლენებია, რომლებმაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი საქართველოს მოქალაქეების პოლარიზებას, გაყო წლების განმავლობაში ერთ გუნდში მყოფი პოლიტიკოსების გზები და გააერთიანა საპირისპირო პლატფორმაზე მყოფი პოლიტიკური პარტიები.

მიმდინარე წელი მთავრობის მეთაურმა ახალ წლამდე ერთი დღით ადრე შეაჯამა. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე საზოგადოებაში პოლარიზებაზე ისაუბრა და თქვა, რომ სახელმწიფოს მშენებლობაში ყველა მხარე უნდა მონაწილეობდეს. ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია დაასახელა. 

ჩაგდებული პროპორციული საარჩევნო სისტემა დაასახელეს პრემიერის და მმართველი გუნდის ოპონენტებმა წლის მთავარ პოლიტიკურ იმედგაცრუებად. ოპოზიცია ქუჩაში ბიძინა ივანიშვილის შეუსრულებელმა დაპირებებმა გაიყვანა. სამართლიანი საარჩევნო სისტემის მოთხოვნით ხელისუფლების ოპონენტები თვეზე მეტია აქციებს მართავენ, საპარლამენტო ცხოვრებას კი ბოიკოტს უცხადებენ.

იმედგაცრუებულები დარჩნენ გუნდის შიგნითაც და საკონსტიტუციო პროექტის ჩაგდების შემდეგ უმრავლესობა ერთმანეთის მიყოლებით დატოვა 14-მა დეპუტატმა. ისინი საგარეო მიმართულებით მუშაობდნენ. 7-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ "ქართული ოცნებისა" და ზვიად ძიძიგურის გზებიც გაიყო. 

წლის მთავარ გამოწვევად პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალებიც პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩავარდნას ასახელებენ. მოლაპარაკებები, რომლებიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ელჩების მონაწილეობით მიმდინარეობდა, წლის მთავარი პოლიტიკური შეთანხმების გარეშე დასრულდა. "ერთად ერთის წინააღმდეგ" ერთი მიზნისთვის ბრძოლას ოპოზიციური გაერთიანება 2020 წელსაც განაგრძობს.

პარტიის თავმჯდომარემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება მოსახლეობას რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტის შემდეგ დაწყებული მრავალათასიანი აქციების შემდეგ გასცა. სწორედ 20 ივნისის მოვლენები და გავრილოვის საქართველოში სტუმრობა დაასახელა წლის მთავარ გამოწვევად დღეს დედაქალის მერმაც.

გავრილოვის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო მმართველმა გუნდმა პოლიტიკური პასუხიმგებლობა აიღო და გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე. მეცხრე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი არჩილ თალაკვაძე გახდა.

მოსამართლეთა 10-კაციანი სიის ჩაგდების შემდეგ ახალი სია ყოფილ თანაგუნდელებს შორის კომიტეტებსა თუ სხდომათა დარბაზში ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდა და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. მოსამართლეთა შერჩევისა და რამდენიმეთვიანი ხმაურიანი გასაუბრების შემდეგ სია მაინც დამტკიცდა. 20-კაციანი სიიდან 14-მა მოსამართლემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტია მოირგო.

2019 წელს ახალი პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტის ძველ შენობაში დაიწყო. თანაგუნდელები ქუთაისიდან თბილისში ახალი კონფიგურაციით დაბრუნდნენ. ხელისუფლებაში 7-წლიანი ყოფნის შემდეგ "ქართული ოცნება" 25-მა წევრმა დატოვა. მეცხრე მოწვევის პარლამენტში 5 კანონმდებელს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიას. მას პოლიტიკური განაჩენი 88 დეპუტატმა გამოუტანა. საპარლამენტო ცხოვრებას კანონმდებლები საგაზაფხულო სესიაზე განაახლებენ. 

მოსამართლეთა 10-კაციანი სიის ჩაგდების შემდეგ, ახალი სია ყოფილ თანაგუნდელებს შორის კომიტეტებსა თუ სხომათა დარბაზში ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდა და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ხელი გაარტყა. მალევე ვანო ზარდიაშვილმა სადეპუტატო მანდატზე უარი თქვა და პოლიტიკიდან საერთოდ წავიდა. მოსამართლეთა შერჩევისა და რამდენიმეთვიანი ხმაურიანი გასაუბრების შემდეგ სია მაინც დამტკიცდა. 20 კაციანი სიიდან 14-მა მოსამართლემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტია მოირგო. 

მოსამართლეთა სიის დამტკიცებამდე იყო დიდი პოლიტიკური იმედგაცრუება. პირობა, რომელიც პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მოსახლეობას მისცა, რამდენიმე თვეში დაირღვა. გადაწყვეტილება ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარებს დაბრალდათ, სახელისუფლებო პარტიამ კი მოგვიანებით პროპორციულ საარჩევნო სისტემაში ქვეყნის სტაბილურობის რისკები დაინახა და კონსტიტუციის ცვლილებაზე ალაპარაკდა. 

იმედგაცრუებულები დარჩნენ გუნდის შიგნითაც და საკონსტიტუციო პროექტის ჩაგდების შემდეგ გუნდი ერთმანეთის მიყოლებით 14-მა დეპუტატმა დატოვა. ისინი საგარეო მიმართულებით მუშაობდნენ, მათ შორის იყო ვიცე- სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი. 7 წლიანი თამაშრომლობის შემდეგ ქართული ოცნებისა და ზვიად ძიძიგურის გზებიც გაიყო. მათ რიგებს მოგვიანებით განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, აკაკი ზოიოძე და ოთარ ჩრდილელი შეუერთდნენ. 

საკონსტიტუციო პროექტის ჩაგდების შემდეგ პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლა, პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელებს ბოქლომები დაადეს, სირცხვილის კორიდორებს უწყობდნენ, ოპოზიციამ კი საპარლამენტო საქმინობას ბოიკოტი გამოუცხადა. 

ის, რამაც ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი
წლის დაპირებამდე მიიყვანა, ახალგაზრდების მრავალათასიანი პროტესტი იყო. დემონსტრანტები კი ქუჩაში მას პარალემნტში რუსეთის დუმის დეპუატატის სერგეი გავრილოვის პარლამენტში შესვლამ და თავმჯდომარის სავარძლის დაკავებამ გამოიყვანა. 

მძიმე ღამის შემდეგ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი საპარლამენტო მანდატი დათმო. მეცხრე მოწვევის პარლამენტის ახალი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გახდა. მისი თქმით, 2019 წელი პარლამენტისთვის დატვირთული იყო, დაამტკიცეს 400-მდე კანონპროექტი.

დღის ამბები